geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

 

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №383/02-01,  21.11.2025 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7 „ფაკულტეტის სტუდენტთაგან  (ბაკალავრიატი -მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. 2025-2026 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  ბრძანებით (№ 383/02-01, 21.11.2025) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი თანხა (34 005 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2. საუნივერსიტეტო  დაფინანსებისთვის  კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  და პოლიტიკურ  მეცნიერებათა   ფაკულტეტის  სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/ მაგისტრატურა)  საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის შესაბამისად (იხ. დანართი);

3.  დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა  განახორციელოს ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:

ა) მანანა შამილიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ)  თამარ ქარაია -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

გ) ელენე გელაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;

დ) გიორგი გოგსაძე - პროფესორი;

ე) იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი;

ვ) მედეა უშარაული - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი - კომისიის მდივანი;

ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი.

 

4.  დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტისა და სხვა ტიპის გრანტით სრული დაფინანსების მქონე და დამატებითი სემესტრის სტუდენტს;

 

5.  დაფინანსებისთვის სტუდენტთა  საბუთები  მიიღება   ელექტრონულად 24-28 ნოემბერს შემდეგ  მისამართზე: social@tsu.ge

 

6.  ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა (მაგისტრატურის განყოფილება) უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის  ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

 

7.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.